ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალიაში, სანაპიროზე სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიაში, სანაპიროზე სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიაში, ბონდი ბიჩის სანაპიროზე სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის შეიარაღებული პირიცაა.
პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. დაჭრილია ორი ოფიცერიც.
პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის განცხადებით, მომხდარი შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია.
ავსტრალიელ ებრაელთა აღმასრულებელი საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს რივჩინმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სროლა ებრაული ზამთრის ფესტივალის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა.
„თუ ჩვენ განზრახ გავხდით ამ გზით სამიზნე, ეს ისეთი მასშტაბისაა, როგორსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა. ეს საშინელებაა“, - აღნიშნა ალექს რივჩინმა.
ამასთან, ადგილობრივი პოლიციის თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ხანუქას დღესასწაულს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.