ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალიაში აზარტული თამაშების ფირმა Bet365-ის მიმართ გამოძიება დაიწყო

BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის ფინანსური დანაშაულის მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ დაიწყო გამოძიება ბრიტანული ონლაინ აზარტული თამაშების ფირმა Bet365-ის მიმართ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კანონებთან შესაბამისობის გამო.
„ბიზნესები, რომლებსაც არ აქვთ ადეკვატური პროცესები ამ რისკების მართვისთვის, თავს დაუცველს ტოვებენ კრიმინალების მიერ ექსპლუატაციის მიმართ,“ - აღნიშნა ბრენდან თომასმა, ავსტრალიის ტრანზაქციის მოხსენებების და ანალიზის ცენტრის (Austrac) აღმასრულებელმა დირექტორმა.
ავსტრალიის კანონმდებლობის თანახმად, ფირმებს მოეთხოვებათ შეაფასონ მომხმარებლები და აკონტროლონ მათი ფინანსური ტრანზაქციები, რათა გამოავლინონ, შეამსუბუქონ და მართონ რისკი, რომ ისინი შესაძლოა ჩაერთონ ფულის გათეთრებაში ან ტერორიზმის დაფინანსებაში.
ცნობისთვის, ბოლო წლებში, დამკვირვებელმა მსხვილ კრედიტორებს, როგორებიც არიან „Westpac“ და „Commonwealth Bank of Australia“ დიდი ჯარიმები დაუწესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კანონების დარღვევისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.