ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ

„ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კახა კალაძემ სრული ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, დამახინჯებულად არის ამოჭრილი და გადამონტაჟებული.
„ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, რომლებიც საზოგადოებას უმალავენ სიმართლეს. გაჩვენებთ ვიდეო როგორ არის დამონტაჟებული, თითქოს მე პოლიციელებს მოვუწოდებ იმისკენ, რომ ძვლებში დაამტვრიონ მომიტინგეები. რეალურად, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ვსაუბრობ შემდეგს: „გაბედოს და ევროპის რომელიმე ქვეყანაში, გინდ ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ აქციის ზოგიერთი მონაწილე აკეთებდა. ნახეთ რას უზამდა, ძვლებში დაამტვრევენ“. ეს ვიდეო არის „დაჩეხილი“.
ხედავთ, რას კადრულობენ. ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა. მგონი ყველაფერი ცხადია. არავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება დააპირისპიროს, ახალგაზრდები გამოიყენოს სათავისოდ და პირდაპირ გაწიროს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თვითონ მოკალათებულები იყვნენ თბილად ოფისებში, ცხელი ყავა-ჩაი, ცხელი შოკოლადი მიირთვან და ახალგაზრდებს აყენებდენ წინა ფლანგზე, მოუწოდებდნენ, რომ იძალადონ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, გთხოვოთ ახალგაზრდებს, არ მისცეთ ამ უსამშობლო აგენტებს უფლება, რომ გამოგიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს