ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ი ბათუმის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას.
ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან 16 სექტემბრამდე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways-ს სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.
ელ ქუვეითი – ბათუმი – ელ ქუვეითის მიმართულება ახალია ავიაკომპანიისთვის. ამ ეტაპისთვის, „Jazeera Airways“-ი რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.