არქივი15 ოქტომბერი, 2024, 22:53
ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ისრაელის მიმართულებით ფრენები 2025 წლის 14 იანვრამდე შეაჩერა

ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ისრაელის მიმართულებით ფრენები 2025 წლის 14 იანვრამდე შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
უნგრული ავიაკომპანიის, Wizz Air-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბერში ისრაელის მიმართულებით კვირაში 270-ზე მეტი რეისი იყო დაგეგმილი, მათ შორის უნგრეთიდან კვირაში 14 ფრენა.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ფრენების შეჩერების მიზეზი რეგიონში არსებული ვითარებაა.
1tv.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.