არქივი24 ივლისი, 2024, 13:05
ავიაკატასტროფას ნეპალში მხოლოდ პილოტი გადაურჩა, დაიღუპა 18 ადამიანი
18 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში. შემთხვევას მხოლოდ ერთი ადამიანი, პილოტი, გადაურჩა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი კატმანდუდან ცნობილ ტურისტულ ქალაქ ფოხარას მიმართულებით მიფრინავდა.
BBC-ის ცნობით, თვითმფრინავი აფრენის დროს ჩამოვარდა. ეს იყო Saurya Airlines-ის სატესტო ფრენა, ბორტზე კი, ძირითადად, ამავე ავიაკომპანიის ტექნიკოსები და სხვა თანამშრომლები იყვნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.