ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს.
ჭრიკიშვილმა ერთგზის მსოფლიოს, 3-გზის კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ავთანდილმა კარიერაში თითო-თითოჯერ ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალიც მოიპოვა.
ლიპარტელიანის ანგარიშზე კი ოლიმპიური ვერცხლის მედალი, მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ვერცხლის მედალი და სამი ბრინჯაოა.
ვარლამმა ევროპის ჩემპიონატის მოგება 3-ჯერ მოახერხა, 6-ჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ერთხელ კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
წლევანდელ თბილისის გრანდ-სლემზე ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანის გაცილების ცერემონია გაიმართება.
23 მარტს წინასწარ შეხვედრებსა და ფინალურ ბლოკს შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის გაცილების ღონისძიება ჩატარდება, ხოლო
24 მარტს ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის ვარლამ ლიპარტელიანის.
მოდით თბილისის გრანდ-სლემზე ერთად გავაცილოთ დიდი სპორტიდან ჯუდოს ქართველი ლეგენდები.
წყარო: ჯუდოს დღიურები
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.