ავთანდილ არაბული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, უტევდნენ ლიდერს. სამი ინსტიტუცია იყო მათი შეტევის უმთავრესი საგანი – ჩვენი სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია

ავთანდილ არაბული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, უტევდნენ ლიდერს. სამი ინსტიტუცია იყო მათი შეტევის უმთავრესი საგანი – ჩვენი სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტი განიხილება, ენათმეცნიერმა და აკადემიკოსმა, პროფესორმა ავთანდილ არაბულმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ასეთი ტაქტი ჰქონდა, რომ როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, ისინი უტევდნენ მათ ლიდერს. მისივე თქმით, მათ მიზანში ამოიღეს სამი ინსტიტუცია – სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია.
„მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, ლიდერს უტევდნენ, მიზანში ამოიღებდნენ და ამოიღეს, სამი ინსტიტუცია იყო მაშინ მათი შეტევის უმთავრესი საგანი, ეს არის ბურჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა – ჩვენი სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია. ამ მიმართულებით განვითარდა და ზუსტად ერთი მეთოდი იყო, ბატონი როინის [მეტრეველი] წინააღმდეგ გაილაშქრეს, როინი იყო ისეთი გამოკვეთილი და მეორე მხრივ აკადემიის მისამართით. ასეთი შეტევა განხორციელდა ალბერტ თავხელიძეზე, უდიდეს ფიზიკოსზე, რომელიც მაშინ იყო პრეზიდენტი და ვერ გაუძლო ამ შეტევას სხვათა შორის, წარმოგიდგენიათ, რომ ალბერტ თავხელიძეს დააბრალეს, რომ გაყიდაო აკადემ-ქალაქი, პირდაპირ იქ აკადემიის ინსტიტუტები უნდა დაფუძნებულიყო, რამდენიმე აშენდა კიდევაც და ვითომ ის მიწები იყიდებოდა. ალბერტ თავხელიძე ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა, გაერიდა, იმიტომ, რომ მან თქვა, რომ როდესაც ნიაღვარი მოდის, უნდა გაერიდო. მან შეატყო რა პროცესიც იყო, მითუმეტეს მას რუსეთში ჰქონდა გამოცდილება ტოტალიტარული რეჟიმი რას ნიშნავს“, – განაცხადა ავთანდილ არაბულმა.
Previous: სანამ დაიწყებენ წიოკს, ვანო მერაბიშვილის საქმის გამო დააჯილდოვესო, გეტყვით, რომ მერაბიშვილის დაჭერის გარდა, უამრავი საქმე გამოიძია, უპატიოსნესია, პროფესიონალი და პატრიოტი, წარმატებები გიორგის!

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით