ამერიკელი გოლფის მოთამაშე, ტაიგერ ვუდსიAdam Glanzman/TGL/TGL Golf via Getty Images27 მარტს ამერიკელი გოლფის მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ფლორიდაში ავარიაში მოყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს ვუდსის მანქანა ამოტრიალდა, თუმცა, შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსნების ცნობით, 50 წლის ვუდსი Land Rover-ის მარკის ავტომობილს მართავდა, როდესაც სატვირთო მანქანას შეეჯახა. სატვირთოს მძღოლის თქმით, ორზოლიანი გზიდან გადახვევის დროს მან სარკეში “მაღალ სიჩქარეზე” მოძრავი ვუდსი დაინახა.
სატვირთოს ტრაილერის უკანა ნაწილზე შეჯახების შემდეგ ვუდსის სპორტული უნივერსალი მძღოლის მხარეს გადატრიალდა, რის შემდეგაც ვუდს მანქანის ფანჯრიდან ამოძვრომა მოუწია.
მაღალჩინოსნების მიხედვით, ადგილზე მისვლის შემდეგ პოლიციის ოფიცრები დაეჭვდნენ, რომ ვუდსი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რის შემდეგაც გოლფის მოთამაშეს ჩასაბერი ტესტი ჩაუტარეს, თუმცა მან ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ვუდსი ადგილზევე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
ტაიგერ ვუდსი ავარიაში 2021 წელსაც მოყვა, როდესაც გოლფის ლეგენდა ის დასაშვებ სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილდებოდა და ხეს შეეჯახა, რის გამოც ვუდსმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და ქირურგიული ოპერაციების ჩატარება დასჭირდა.
მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო ტაიგერ ვუდსი 2017 წელსაც დააკავეს.