არქივი25 თებერვალი, 2024, 18:09
ავარიის შედეგად ქუთაისში 4 ადამიანი დაშავდა
ქუთაისი – წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.