არქივი9 აგვისტო, 2025, 14:54
ავარია ხულოში – ავტომობილი ხევში გადავარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ავტომობილი, რომლითაც ცოლ-ქმარი გადაადგილდებოდა ხევში გადავარდა. შემთხვევა მთა ზორტიყელისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილზე დაიღუპა ქალი, ხოლო დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპული დაახლოებით 40 წლისაა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.