არქივი4 ოქტომბერი, 2025, 13:10
ავარია რიკოთზე – არის მსხვერპლი

რიკოთზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის გამო ავტომაგისტრალზე იყო საცობიც. დაღუპულია ერთი ადამიანი. გარდაცვლილია მძღოლი. დანარჩენი დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.