ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავარია თურქეთში - ავტობუსის და ავტომანქანების შეჯახების შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა, სადაც საქალაქთაშორისო ავტობუსი მთავარ გზატკეცილზე სამ მანქანას შეეჯახა.
მისივე განცხადებით, ავტობუსი დიარბაქირიდან სტამბოლისკენ მიემართებოდა. შემთხვევის თაობაზე დაწყებულია გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.