ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავარიას თბილისში კურიერი ემსხვერპლა

ავარიას თბილისში კურიერი ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, საბურთალოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია კურიერი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილისა და მოპედის შეჯახებისას, მოპედის მძღოლი გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.