ავანტურისტმა სააკაშვილმა შეძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა და ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის რუსეთისათვის ხონჩით მირთმევა – ლევან ნიკოლეიშვილი

“ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები რომ არ ჰქონოდათ!” – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვარდების რევოლუციას საამაყო არაფერი აქვს, მისი მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი კი მონანიების ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილისგა შეწყალებას ითხოვს.
“ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები რომ არ ჰქონოდათ! ეს ეკლები კი პარალელურად ძალიან შხამიანი აღმოჩნდა, ვისაც არ გახსოვთ ან არ გინდათ გახსოვდეთ, ისევ შეგახსენებთ: ამ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლების ლიდერმა, ავანტურისტმა სააკაშვილმა შესძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წაგებული ომის შემდეგ რუსი ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, დაკარგული სოფლებისთვის ქვა-ღორღის დარქმევა და რაც მთავარია 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთისათვის ხონჩით მირთმევა. ისტორიას ვერ წაშლი, ის თავისი ფაქტებით სიმართლეს გვამცნობს, სიმართლე კი ის გახლავთ, რომ “ვარდების რევოლუციას” საამაყო დიდად არაფერი აქვს, მის მთავარ შემოქმედს სააკაშვილს კი ისევ მოსანანიებელი აქვს…თუმცა ამის მაგივრად სალომე ზურაბიშვილი ევედრება შეწყალებას,” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული