ავალიანის დედა: დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ, ვერ ვიღებ, ვერ ვიცილებ გიგას.
ველოდებოდი სასჯელს, იმიტომ რომ ესენი არიან მართლაც პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები. მათ უფრო მეტი საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან უფრო ხშირად იქნებიან დარჩენილი, უფრო მეტად დაფიქრდებიან, თუ რა ჩაიდინეს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მან [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე სპეტაკი შვილი მომიკლეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.