„აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა აიღო ჰაკერების ორმა ჯგუფმა

რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემების მწყობრიდან გამოყვანაზე პასუხისმგებლობა აიღეს უკრაინის მხარდამჭერი ჰაკერების ჯგუფებმა Silent Crow და „კიბერპარტიზანები BY”.
ამ ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, „ხანგრძლივი და მასშტაბური ოპერაციის“ შედეგად „აეროფლოტის“ შიდა ინტერნეტ-ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა „სრულად კომპრომეტირებული და განადგურებულია”.
ჰაკერთა ჯგუფების თანახმად, „აეროფლოტის“ შიდა კორპორატიულ ქსელში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამ ოპერაციის შედეგად გაანადგურეს 7000-მდე ფიზიკური და ვირტუალური სერვერი, კონტროლი მოიპოვეს თანამშრომელთა პერსონალურ კომპიუტერებზე, შიდა სატელეფონო საუბრებზე, ფრენების ისტორიებსა და სხვა მონაცემებზე.
„აეროფლოტმა“ 28 ივლისს, დილის ცხრა საათისთვის განაცხადა, რომ მისი საინფორმაციო სისტემების მუშაობა შეფერხებულია, რის გამოც იძულებული არიან, რეისები გააუქმონ ან გადადონ. ავიაკომპანიას შეფერხების მიზეზი არ დაუსახელებია.
დღის პირველი საათის მდგომარეობით, „აეროფლოტს“ კიბერშეტევის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!