აეროპორტის დასახლებაში კიდევ ერთი მწვანე სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის გზის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივანს აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, რადგან კარგი თანამშრომლობა შედგა. აქ იყო ავტოფარეხები, რაც პრობლემას წარმოადგენდა ამ სივრცისთვის. ასევე მიმდებარე კორპუსის შემოღობილი ტერიტორიები მთლიანად გასუფთავდა, ავტოფარეხებიც დაიშალა და ეს ტერიტორია მთლიანად პარკისთვის იქნება გამოყენებული. გაზაფხულზე დავასრულებთ სამუშაოებს. ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა და ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მწვანე სივრცე, დასვენებისთვის და ვარჯიშისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე.
სამუშაოები 1,1 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე 2 საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემები და პარკინგი მოეწყობა. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს