ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ადრე ამ უწყებაში მომუშავე ერთი ჩემი ძველი მეგობარი დაზვერვის სამსახურს შპს “თამუნიას” ეძახდა” – ზურაბ ბატიაშვილი

,, ადრე ამ უწყებაში მომუშავე ერთი ჩემი ძველი მეგობარი დაზვერვის სამსახურს შპს “თამუნიას” ეძახდა” – ზურაბ ბატიაშვილი

,,რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში გადასვლაა ეხმაურება:
,,რეალობაში ეს ამ უწყების გაუქმებას ნიშნავს, რადგან ქვეყნის შიგნით “კუდიანებზე მონადირეები” საგარეო დაზვერვისთვის (ანუ რეალურ საფრთხეებზე) ყურადღებასა და თანხებს არ გაიმეტებენ.
თავის დროზე, როდესაც ეს უწყება იქმნებოდა, მისი მთავარი ფუნქცია რუსეთის დაზვერვა იყო (რამდენად წარმატებული იყო ეგ საქმე, ეგ ცალკე თემაა). ახლა, როდესაც ქოცები რუსების ფილიალად იქცნენ, თავისიანებს ხომ არ დაზვერავენ?! მართალია, ამათ დასავლეთი დაისახეს თავიანთ მოწინააღმდეგედ, მაგრამ აბა დასავლეთის დაზვერვის თავი ქოცებს სად აქვთ?
რუსქოცების გადმოსახედიდან ეს ნაბიჯი ლოგიკურია – საბჭოთა საქართველოსაც არ ჰყავდა დაზვერვა. ამ საქმეს ცენტრი (მოსკოვი) ასრულებდა. არ იყო ეს პერიფერიის საქმე. ახლაც ამ ფორმულით მოქმედებენ.
P.S. ადრე ამ უწყებაში მომუშავე ერთი ჩემი ძველი მეგობარი დაზვერვის სამსახურს შპს “თამუნიას” ეძახდა და ვინც შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობდით, ამაში ეჭვი გვეპარებოდა. ახლა კი ეჭვი აღარ დარჩა. ქოცებმა უკვე ოფიციალურადაც აქციეს ეს უწყება შპს “თამუნიად”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.