არქივი24 ნოემბერი, 2025, 16:24
ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გიორგი ბალხამიშვილს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული გიორგი ბალხამიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე დავით მაკარაძის გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ბალხამაშვილი 22 ნოემბერს დააკავეს. მას 173-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.