პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადიგენის მერია "ზარზმობის" აღსანიშნავად 14 580 ლარს დახარჯავს

ადიგენის მერია "ზარზმობის" აღსანიშნავად 14 580 ლარს დახარჯავს

11 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ზარზმობა“ აღინიშნება.
ღონისძიების ორგანიზებისთვის, ადიგენის მერიამ ტენდერი 14 580 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა ინდივიდუალურმა მეწარმემ, გოიკო გაბედავამ მიიღო და იგივე თანხით გაიმარჯვა.
წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სოფელი ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა 10:00 საათზე აღევლინება. მისი დასრულების შემდეგ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლები საზეიმო ღონისძიებას გამართავენ.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.