ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი - ტელეწამყვანი შოთა დიმიტრიშვილი დაკავებისას გზაში სცემეს, წაართვეს ჩანთა

ადვოკატი - ტელეწამყვანი შოთა დიმიტრიშვილი დაკავებისას გზაში სცემეს, წაართვეს ჩანთა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტელეწამყვანი შოთა დიმიტრიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, დაკავებული ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ადვოკატის თქმით, დაკავებული ტელეწამყვანი გზაში სცემეს.
„წინა რიგებში იდგა მშვიდობიანად და გაიყვანეს. უბრალოდ პოლიციელებს ელაპარაკებოდა, უცბად გამოვარდნენ რობოკოპები, წაიყვანეს, გზაში სცემეს -არაერთხელ დაარტყეს. წაართვეს ჩანთა, რომელშიც იყო ტელეფონი და შემდეგ აიყვანეს „ხარებასთან“, რომელიც დამცინავი მიმართვებით შეურაცხყოფებს აყენებდა. საავადმყოფოში არ სჭირდება გადაყვანა, მაგრამ ნაცემია“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.