მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ ან მისი წარმომადგენელი შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებები ირღვევა, რაც სახალხო დამცველის მიერ უნდა გადამოწმდეს.
„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი.
მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ ან მისი წარმომადგენელი შევიდეს ისევ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და პაემანს გიუქმებენ, ეს მისი უფლებების დარღვევაა.
გადაამოწმოს სახალხო დამცველმა, სიმართლეს ვამბობთ თუ არა ჩვენ“, – აცხადებს ადვოკატი.




