ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი - სასამართლომ გვერდი ვერ აუარა იმ მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს, რომელიც წარვადგინეთ - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს

ადვოკატი - სასამართლომ გვერდი ვერ აუარა იმ მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს, რომელიც წარვადგინეთ - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს

სასამართლომ გვერდი ვერ აუარა იმ არგუმენტებს, მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს, რომელიც წარვადგინეთ სასამართლოში. ჩვენ მოსამართლეს ბრალის აბსურდულობა ვაჩვენეთ, - ამის შესახებ გიორგი ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გიორგი ახობაძე მართალია და ნარკოტიკს არ ინახავდა.
„პესიმისტური მოლოდინი მქონდა, თუმცა მთავარია ის, რაც მოვისმინეთ რამდენიმე წუთის უკან. სასამართლომ გვერდი ვერ აუარა იმ არგუმენტებს, მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს, რომელიც წარვადგინეთ სასამართლოში. ჩვენ მოსამართლეს ბრალის აბსურდულობა ვაჩვენეთ, რასაც თვეების განმავლობაში პროკურატურა ავრცელებდა. დადასტურდა ის, რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს, შესაბამისად ის გამართლდა“, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.