ადვოკატი: რუსეთში პატიმრობაში მყოფი -ის მოქალაქე პოლ უილანის ადგილსამყოფელი უცნობია

რუსეთში პატიმრობაში მყოფი -ის ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის ადვოკატმა ოლგა კარლოვამ 31 ივლისს განაცხადა, რომ არ იცის, სად იმყოფება მისი კლიენტი. უილანს 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ჯაშუშობის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს.
რუსეთის სახელმწიფო მედია იმოწმებს ოლგა კარლოვას, რომელიც იტყობინება, რომ მორდოვეთში მდებარე ციხის ადმინისტრაციამ, სადაც იხდის პატიმრობას უილანი, უგულებელყო მისი თხოვნა, დაადასტუროს, იმყოფება თუ არა მისი კლიენტი ციხეში.
კარლოვამ დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ კავშირი გაუწყდა კლიენტთან და დახმარებისთვის მიმართა საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისიის ადამიანის უფლებების დამცველ ჯგუფს.
29 ივლისს რუსეთის რამდენიმე ცნობილი პირი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით იმყოფებიან პატიმრობაში, გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დარჩა, თუმცა ისინი უცებ გადაიყვანეს სხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში