ადვოკატი: პროკურატურას მივმართე, ლოცულაშვილს ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რადგან მისი მდგომარეობა რთულია

პროკურატურას მივმართე, პაპუნას ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რადგან ის არის ძალადობის და წამების მსხვერპლი და მისი მდგომარეობა რთულია, – ამის შესახებ პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კადრები რომ არ გაევრცელებინათ ჟურნალისტებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცხოვრება დაენგრიათ.

ლაშა ტყეშელაძემ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ დაიწყო პაპუნა ლოცულასვილს და პოლიციას შორის დაპირისპირება.

საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რატომ ვერ ნახულობენ პაპუნას ასე საჯაროდ, ის არის წამების და ძალადობის მსხვერპლი და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან რთულია. მან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მე უკვე პროკურტურასაც მივმართე განცხადებით, ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. დღეს, ასეთ მდგომარეობაში, გამოდის და მეორე ტალღას იწყებს, თითქოს, გამოგონილი ქვა, ვიღაცას ჩაარტყა, თუ ისროლა, რაც პირდაპირ გეუბნებით, რომ საქმეში არ არსებობს. 

თავიდან ცივი იარაღის შემოგდება უნდოდათ, რაც პროპაგანდით ვერ გაიტანეს, ახლა მეორე ტალღა- სხვა რაღაც შემოაგდეს, წარმოიდგინეთ, იმდენად უნდათ მსხვერპლის დაკავება, რომ რასაც ამბობენ, თითქოს პრევენციული შემოწმება, თითიდან გამოწოვილია. პაპუნა კრიმინალი კი არაა, ნასამართლევი კი არ ყოფილა, ადამიანი მუშაობს ბანკში, ცდილობს, თავისი შრომით შეიქმნას ცხოვრება, მათ უნდოდათ რომ მისთვის ცხოვრება დაეღუპათ. ეს კადრები რომ არ ყოფილიყო. რა მოხდა სინამდვილეში – პოლიციის თანამშრომლები, მანქანით გადაადგილდებოდნენ, ძალიან მაღალი სიჩქარით, პაპუნას მიუყენეს, ეჯახებოდნენ და მან კითხვა დასვა, ვინ ხართ, საპატრულო მანქანით კი არ გადაადგილდებოდნენ, ჩვეულებრივი მანქანა იყო, შიგნით იჯდა სამი ადამიანი, გადმოუხტნენ, ერთ-ერთმა დაუწყო უხეშად, ამან რომ ჰკითხა, რა უნოდათ, პირდაპირ გადავიდნენ ძალადობაზე, – ამბობს ადვოკატი. 

  • გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
  • ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს