ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი: ნინო დათაშვილი ციხის ადაპტირებულ პალატაში გადაიყვანეს, თუმცა ეს საკმარისი არაა

ადვოკატი: ნინო დათაშვილი ციხის ადაპტირებულ პალატაში გადაიყვანეს, თუმცა ეს საკმარისი არაა

ადვოკატ მარიკა არევაძის ცნობით, ნინო დათაშვილი ციხის ადაპტირებულ პალატაში გადაიყვანეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
მისი თქმით, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში უკვე მეორედ დამძიმდა.
"მოხდა ნინოს გადაყვანა შედარებით ადაპტირებულ პალატაში, სადაც შესაძლებელია ისეთი საწოლის გამოყენება, რომელიც უფრო მეტად მორგებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოცემულობასთან. თუმცა, ეს საერთოდ არ არის საკმარისი.
ოპერაცია საჭიროებს ძალიან რთულ ჩარევას და შემდეგ კიდევ უფრო მეტად მძიმე რეაბილიტაციის პერიოდს, რაც აუცილებელია რომ მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სახლის პირობებში. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის აღკვეთის ღონისძიება, რომელიც ამ აბსურდული საქმის ფარგლებში, სასამართლოს მხრიდან არის ამოყენებული, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს და უნდა დასრულდეს ნინოს წამება", - ამბობს ადვოკატი.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინო დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.
დათაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას გულისხმობს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.