ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი - ნაცემი ადამიანების ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ დრომდე არ შეუსახლებიათ - მათზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა და სამედიცინო დახმარება სჭირდებათ

ადვოკატი - ნაცემი ადამიანების ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ დრომდე არ შეუსახლებიათ - მათზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა და სამედიცინო დახმარება სჭირდებათ

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ნაცემი ადამიანების ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ დრომდე არ შეუსახლებიათ.
როგორც ტყეშელაძე განმარტავს, იზოლატორებში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია, თუმცა, დაკავებულების ნაწილმა იქამდე ვერ მიაღწია.
„ნაცემი ადამიანების ნაწილი იზოლატორებში ამ დრომდე შესახლებული არ არის, მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ვინაიდან მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათ სისხლის კვალი ტანის მიდამოებში, ასევე ტანსაცმელზე აღენიშნებათ. მე ვინც მოვინახულე, მას სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მისი ტანსაცმელიც სისხლიანი არის. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მათზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა“,- განაცხადა ტყეშელაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.