ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი - მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, თათია მანიჟაშვილმა განუცხადა, მიზეზად მოსამართლემ საქმეში არსებული მრავალი ტომი დაასახელა.
ამასთან, აღნიშნა, რომ 14-დღიანი ვადის ათვლა, 12 აპრილიდან დაიწყო.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.