ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი მოსამართლეს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ აქვს ღალატის, მითვისების თუ 4 ოქტომბრისათვის - დაწყებული იაფი წამლებით, დამთავრებული მშვიდობის მოტანით ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ადამიანი არის დადებითი პიროვნება

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ აქვს არც მითვისების, არც ქურდობის, არც 4 ოქტომბრისთვის, საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი "დადებითი პიროვნებაა", მათ შორის ქვეყანას მშვიდობა მოუტანა.
"ბრალში კი წერია, მაგრამ ეს არ ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას. მას ბრალი არ აქვს მითვისების, ქურდობის, 4 თუ 5 ოქტომბრისათვის. მინდა მის პიროვნულ მახასიათებლებზე ვისაუბრო, დაწყებული იაფი წამლებით, დამთავრებული მშვიდობის მოტანით ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ადამიანი არის დადებითი პიროვნება“, - განაცხადა შაყულაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.