ადვოკატი – მზია ამაღლობელი უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ – რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ საუბარი გაგვეგრძელებინა, რადგან დაღლილი იყო

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, ვიზუალური დაკვირვებით, უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. ამის შესახებ ადვოკატმა, ამაღლობელის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ დასუსტებულია, ნელა მოძრაობს და აქვს დაღლილობა.
„დავაკვირდი ვიზუალურად – უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. ნელა მოძრაობს უფრო, ეს ჩემი დაკვირვებაა იმიტომ, რომ მანძილი უნდა გამოიაროს, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და შემდეგ საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო.
ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით, ყოველ ჯერზე გვეუბნება, რომ მე არ ვარ მთავარი თემა, არა ერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბებზე იყო ძალიან შეწუხებული.
28 იანვარს გაკეთებული ანალიზის პასუხი, სანამ ჩვენ არ მივედით, არ იცოდა, სავარაუდოდ, ახლა აჩვენეს. ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. ამ დოკუმენტებს წავიღებთ, მივიღებთ კონსულტაციას და ამის მერე გვეცოდინება”, – განაცხადა მწარიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)