ადვოკატი – მზია ამაღლობელს დღეს ანალიზები აუღეს – 17-დღიანი შიმშილობის ფონზე ძალიან მხნედ გამოიყურება, შეუძლია გადაადგილება და საუბარი

მზია ამაღლობელს დღეს ანალიზები აუღეს და მისი პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, 17-დღიანი შიმშილობის ფონზე ძალიან მხნედ გამოიყურება, – ამის შესახებ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელს ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც მისი შიმშილობა არ შეიძლება.
„ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, დღეს აუღეს ანალიზები და ჯერ მისი პასუხი არ არის ჩვენთვის ცნობილი. მხნედ გამოიყურება, შეუძლია გადადგილება და საუბარი, რაც ძალიან უჩვეულოა იმის ფონზე, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლის პირობებშიც ამდენი ხანი შიმშილობა არ შეიძლება თუმცა, თავადაც უკვირს, საიდან აქვს ამხელა ძალა, რომ 17-დღიანი შიმშილობის შემდეგაც, ქრონიკული დაავადებების მიუხედავად, თავს შემართებით გრძნობს”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა