ადვოკატი – ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია – ბოლომდე აპირებს ბრძოლას

ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი, ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს,- ამის შესახებ ადვოკატმა გია გოროზიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული განცხადება ადვოკატმა მედიასთან სუს-ში შესვლამდე გააკეთა, სადაც იმყოფება დაკავებული ზვიად კუპრავა. ადვოკატის ინფორმაციით, კუპრავას ბრალს სუს-ში უახლოეს წუთებში წარუდგენენ.
„გუშინ, გვიან ღამით შევხვდი ზვიადს პირადად, ვისაუბრეთ. მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი, ბრძოლას ბოლომდე აპირებს, ვინაიდან მისი დაკავება იყო სრულად უსაფუძვლო. ბატონი ზვიადის პოზიციას, როცა გამოვალ [სუს-იდან], მოგახსენებთ.
ზვიად კუპრავას დაკავება მოხდა ისე, რომ თითქოს მან საზოგადოების გარკვეულ ფენას მოუწოდა, რომ ძალადობით ან დამხობით შეცვლილიყო სახელმწიფო, კონსტიტუციური წესწყობილება. მე პირადად ვნახე ეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთული იქნა თავად ზვიად კუპრავას მიერ. მსგავსი მოწოდება, რომ ძალადობით ან რაიმე სხვა ძალადობრივი ქმედებით დაემხოს სახელმწიფო წყობილება, პირადად ვერ მოვისმინე”,- განაცხადა გია გოროზიამ.
ცნობისთვის, სუს-მა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა. დაკავება ეხება 30 სექტემბერს, კუპრავას მიერ, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, სუს-ის განმარტებით, გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“