ადვოკატი: გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს, არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს

მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა განუცხადა.
ლაზარე გრიგორიადისს პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაცვის მხარეს მტკიცებულებები უნდა წარედგინა, თუმცა სხდომაზე მოხსნა საკითხი და გააუქმა მოწმეთა დაკითხვა.
“ბრალდების მხარემ მოცემულ საქმეზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებები მოხსნა, მათ შორის, უარი თქვა დასაკითხ პირთა სიაში მითითებულ პირებზე და ბრალდებულის პოზიციაც არის, რომ არ აძლევს ჩვენებას სასამართლოს”, – განაცხადა გრიგორიადისის ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.
დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ ს მიმართოს.
ფორმულასთან საუბრისას ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ თქვა, რომ “დიდი მოლოდინი არ აქვთ, მაგრამ ფიქრობს, რომ ლაზარეს ეს სასამართლო არ გაამართლებს”.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – -ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.