ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი - გია ჯვარშეიშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს, ამ დრომდე არ უნახავს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, დავუტოვებთ ცხელ ხაზზე შეტყობინებას - ასევე, დაკავების შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მას არ მიეცა საშუალება დაერეკა ადვოკატთან

ადვოკატი - გია ჯვარშეიშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს, ამ დრომდე არ უნახავს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, დავუტოვებთ ცხელ ხაზზე შეტყობინებას - ასევე, დაკავების შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მას არ მიეცა საშუალება დაერეკა ადვოკატთან

გია ჯვარშეიშვილი რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს, ამ დრომდე არ უნახავს სახალხო დამცველის წარმომადგენელს -დაკავების შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მას არ მიეცა საშუალება დაერეკა ადვოკატთან,- ამის შესახებ ადვოკატი, მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გია ჯვარშეიშვილს შსს შენობაში რამდენიმე საათიანი უსაფუძვლო დაყოვნების პერიოდში არ მიეცა წყლის მიღების შესაძლებლობა
„ახლა გამოვედი რუსთავის იზოლატორიდან. გია ჯვარშეიშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს, ამ დრომდე არ უნახავს სახალხო დამცველის წარმომადგენელს. დავუტოვებთ დღეს ცხელ ხაზზე შეტყობინებას !
ასევე: დაკავების შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მას არ მიეცა საშუალება დაერეკა ადვოკატთან; შსს შენობაში რამდენიმე საათიანი უსაფუძვლო დაყოვნების პერიოდში არ მიეცა წყლის მიღების შესაძლებლობა”,- წერს არევაძე.
ცნობისთვის, გია ჯვარშეიშვილი პოლიციამ მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობისას დააკავა. გია ჯვარშეიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. მოსამართლე დავით მაკარაძემ ჯვარშეიშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.