ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი - გია ჯვარშეიშვილი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე, მაგრამ საავადმყოფოში რჩება

ადვოკატი - გია ჯვარშეიშვილი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე, მაგრამ საავადმყოფოში რჩება

ადვოკატის განცხადებით, თბილისში, 11 იანვრის აქციაზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
“მილიციას მობეზრდა გია ჯვარშეიშვილის უშინაარსო პატიმრობა, რაც გრძელდებოდა თითქმის 24 საათი და გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. გია საავადმყოფოში რჩება, თუმცა პატიმრობაში აღარ იმყოფება, თავისუფალია!“, - წერს მისი ადვოკატი ილონა დიასამიძე სოციალურ ქსელში.
გია ჯვარშეიშვილი თბილისში, 11 იანვრის აქციაზე დააკავეს. ჯვარშეიშვილი მოგვიანებით “ალადაშვილის კლინიკაში” გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.