ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი ბექა ბასილია, რომელიც 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს, თავისუფალია

ადვოკატი ბექა ბასილია, რომელიც 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს, თავისუფალია

ადვოკატი ბექა ბასილია, რომელიც პარლამენტის მიმდებარე საპროტესტო აქციაზე 30 ნოემბერს დააკავეს, გათავისუფლებულია.
ადვოკატი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
როგორც ბასილაია აცხადებს, სამართალდამცავების მხრიდან მიღებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი ღირსება არ შელახვას.
„ჩემი დაკავების შემთხვევა გამორჩეული არ ყოფილა. დამაკავეს ისე და იმიტომ, როგორც სხვებს აკავებენ. მინდა, მივმართო დაკავებულთა ოჯახის წევრებს და დაკავებულებს, იყვნენ მხნედ, ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით. მართალია უსიამოვნოა დაკავება, მაგრამ დაკავება დიდი რესურს ართმევს სისტემას. აუცილებელია, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდეს. პროტესტი არ გაჩერდება მომდევნო 1 კვირის მანძილზე და სისტემა აუცილებლად გატყდება.
მათი არც ერთი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა ჩემ ღირსებას არ შეხებია, დარწმუნებული ვარ, რომ ასე დაკავებულები რაც არ უნდა ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იყოს, არც ერთის ღირსება არ იბღალება. პირიქით, ეს პროცესი ჩვენ გვაძლიერებს“,- აცხადებს ბასილაია „ტვ პირველთან“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.