ადვოკატი – ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად, გადმომცა: „ცეცხლი ოლიგარქიას“ – ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად – შაბათი დღე აირჩია, რომ არავინ დაზიანებულიყო

ალეკო ელისაშვილის პოზიციაა, რომ მან ეს ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ალეკო ელისაშვილი მხოლოდ იმას ნანობს, რომ „რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად.“
„მომეცა საშუალება დაკავებიდან 10 საათის შემდეგ დიღმის იზოლატორში შევხვედროდი ალეკო ელისაშვილს. მას აღენიშნება სახეზე მძიმე დაზიანებები, არის სასტიკად ნაცემი. ახლა გადმოგცემთ ალეკო ელისაშვილის პოზიციას და განცხადებას გავაკეთებ მისი სახელით, მან ეს ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად, ეს ერთ-ერთი საშუალება იყო. მან პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ. „ცეცხლი ოლიგარქიას“ და „ცეცხლი უსამართლო სასამართლოს“ – ეს სიტყვები გადმომცა, ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად”, – განაცხადა ადვოკატმა.
ასევე, ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილს დაზიანება მიაყენეს მანდატურებმა.
„ეს არის რეალურად მისგან გააზრებული პროტესტის ფორმა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აირჩია შაბათი დღე, დილის საათები, რომ არავინ დაზიანებულიყო და ყოფილიყო, მხოლოდ და მხოლოდ, ეს ქმედება, პროტესტის საშუალება, საზოგადოებისთვის ენახებინა, რომ ეს სასამართლო რამდენ ადამიანს უკანონოდ და უსამართლოდ ასამართლებს, როგორ იყენებს ეს ხელისუფლება ამ სასამართლოს თავისი რეჟიმის და დიქტატურის გასამყარებლად. ეს არის ალეკო ელისაშვილის განცხადება“, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება