ადვოკატის ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა შეწყვიტა

ადვოკატის, აიჰან ჰასანლის განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატის ინფორმაციით, ინსაფ ალიევი ასევე შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.
„სინდისის პატიმარმა, ინსაფ ალიევმა, ოჯახის წევრების, მეუღლის და მოხუცი ბებიის (90 წლის) თხოვნით შეწყვიტა შიმშილობა.
მას ასევე შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც.
მადლობა მას ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისთვის.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე დამატებით დავწერ, მოგვიანებით“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ადვოკატმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო.
ინფორმაციისთვის, ინსაფ ალიევი საპროტესტო აქციებზე დააკავეს და მას ბრალად ჯგუფური ძალადობა ედება. მას 4-იდან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.