არქივი2 თებერვალი, 2025, 23:36
ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც პოლიციამ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე დააკავა, გაათავისუფლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა მელიას ადვოკატმა განუცხადა, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მისივე ინფორმაციით, ის პოლიციის განყოფილებას რამდენიმე წუთში დატოვებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.