ადვოკატის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ხვიჩა გოგოხია დუმილის უფლებას იყენებს

4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე ერთ-ერთი დაკავებული ხვიჩა გოგოხია, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან, დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა, ზაალ დავითაიამ განუცხადა.
უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხვიჩა გოგოხიას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.
ადვოკატი ფიქრობს, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
„ხვიჩა გოგოხიას ბრალდება ორი მუხლით წარედგინა. ესენია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 225-ე მუხლების მეორე ნაწილები, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას. ამჟამად იყენებს დუმილის უფლებას და დანარჩენს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოგახსენებთ. აქციაზე იყო კი ბატონო, მაგრამ დუმილის უფლებას იყენებს. გავეცნობით საქმის მასალებს და მერე უფრო დაწვრილებით მოგიყვებით. სავარაუდოდ, ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიება,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ