ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მას საქმის მასალები ცოტა ხნის წინ გადასცეს, თუმცა, ის მოცულობითია, რამდენიმე ტომისგან შედგება და ჯერ გაცნობილი არ არის.
სავარაუდოდ, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის განცხადებით, ირაკლი შაიშმელაშვილს „ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება".

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.