პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა და ახალი ბრალი გააცნო.

ჭაბაშვილის თქმით, ბრალი „ბანალურ საქმეზეა" და ის ორი წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, ადვოკატი განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.