არქივი8 დეკემბერი, 2024, 00:35
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შს სამინისტროს - შეაჩერეთ ეს სიგიჟე, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზზე ვართ!

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი „ტვ პირველის“ ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ასათიანი წერს, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა.
„შეაჩერეთ ეს სიგიჟე, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ“, - წერს ასათიანი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.