ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძესა და თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ნინო ქადაგიძემ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და ქართველი ადვოკატების მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული მაღალი ნდობა აღნიშნა.
„შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის როლზე ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ის საკითხები და გამოწვევები გააცნო, რაც ადვოკატთა ეფექტიან და ხარისხიან ყოველდღიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.