ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიას საქართველოში უკვე 36 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს

,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიას საქართველოში უკვე 36 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ადვოკატირებით, ამჯერად დოკუმენტს ხელვაჩაურის, ხარაგაულის, ტყიბულისა და ახალციხის თვითმმართველი ერთეულები შეუერთდნენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქალთა და კაცთა თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას ადგილობრივ დონეზე.
ქარტია, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებს სთავაზობს ინსტრუმენტებს შეიმუშაონ შესაბამისი სამოქმედო გეგმები და ეფექტიანად გამოიყენონ არსებული რესურსები ქალთა და კაცთა თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად.
,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია ა.თ.ე.ა-ს რიგით მერვე ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.