ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და არიან შედარებით მცირე პარტიები.
„ჩვენ მთლიანად ვართ კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ უკვე, როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.