ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, ტერიტორია შემოსაზღვრული და დაცული არ იყო

ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, ტერიტორია შემოსაზღვრული და დაცული არ იყო

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივები არიან შეკრებილები.
მათი თქმით, მომხდარის დროს შესაბამის უწყებებს დაურეკეს, თუმცა ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული სამშენებლო ტერიტორიაა და შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო, თუმცა უსაფრთხოება დაცული არ არის.
“როდესაც კაფსულის ჩადება იგეგმებოდა, თქვეს, რომ სამშენებლო ტერიტორია შემოღობილი იქნებოდა, მაგრამ ხედავთ ფაქტს. აქ ძველი სახლები იყო და დაანგრიეს, რათა ახალი კორპუსები აშენებულიყო. ძველი სახლების დემონტაჟი მოხდა, ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული”, - ამბობენ შეკრებილები.
უბედური შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მთავრობის წევრებიც მივიდნენ. მათი თქმით, ბინების მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, რაც შეეხება ფაქტს, მათივე განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს.
ადგილობრივებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაა.
“ხალხს ტრაგედია აქვს და გვერდში დავუდგეთ მოვედი, გამოძიება დაადგენს რა მოხდა. თხრილები ცალკეა მშენებლობა კი ცალკე, სამშენებლო მოქმედება დაწყებული ჯერ არ არის”,- აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი თავდგირიძე.
აღსანიშნავია, რომ ე.წ ოცნების ქალაქში მოსახლეობის ნაწილი ბინებით დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილისთვის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ე.წ ოცნების ქალაქში სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.