არქივი27 ოქტომბერი, 2024, 17:21
ადამ კინზინგერი – საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა

როგორც ჩანს, საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა ხმების აშკარა გაყალბებით, – ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
„დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი ქვეყანა რუსეთთან. სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!“ – წერს კინზინგერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.