ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადამ კადიროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროს მედლით დააჯილდოვეს

ადამ კადიროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროს მედლით დააჯილდოვეს
ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის 18 წლის ვაჟი ადამ კა­დი­რო­ვი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვეს.
  • ამის შე­სა­ხებ თა­ვად რამ­ზან კა­დი­როვ­მა 25 აგ­ვის­ტოს Telegram-არხზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ადამ კა­დი­როვს ჯილ­დო "აფხა­ზე­თის მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის გა­დას­ცეს".

ეს ადამ კა­დი­რო­ვის­თვის ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ჯილ­დო­დან კი­დევ ერ­თია. 14 აგ­ვის­ტოს ის ყურ­ჩა­ლო­ის რა­ი­ო­ნის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­დაც და­ა­სა­ხე­ლეს. ჩეჩ­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი "შრო­მი­სა და რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბით“ ახ­სნა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ან მიღ­წე­ვებს გუ­ლის­ხმობ­და, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ადამ კა­დი­როვ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ჯილ­დო­ე­ბი­სა და სა­პა­ტიო ტი­ტუ­ლე­ბის მი­ღე­ბა 2023 წლის შე­მოდ­გო­მი­დან და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ის იზო­ლა­ტორ­ში ნი­კი­ტა ჟუ­რა­ველს სცემ­და. თა­ვად რამ­ზან კა­დი­რო­ვი აცხა­დებ­და, რომ მისი შვი­ლის ყვე­ლა ჯილ­დოს კონ­კრე­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­და სა­ფუძ­ვლად.

  • 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2025 წლის აგ­ვის­ტომ­დე რამ­ზან კა­დი­როვ­მა და მის­მა 29-მა ახლო ნა­თე­სავ­მა სულ მცი­რე, 146 სხვა­დას­ხვა ჯილ­დო და გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი მი­ი­ღეს. მათ შო­რის, მე­ო­რე ად­გილ­ზე სწო­რედ ადამ კა­დი­რო­ვი იყო მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით.

მისი ზო­გი­ერ­თი და­ჯილ­დო­ე­ბა უკვე არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. მა­გა­ლი­თად, 2025 წლის 25 აგ­ვის­ტოს ადამ კა­დი­როვს "ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის დამ­ცვე­ლის“ ჯილ­დო გა­დას­ცეს ტაქ­ტი­კურ სრო­ლა­ში გა­მარ­თულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად შე­ჯიბ­რე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმა­ვე წლის მა­ის­ში მას მე­და­ლი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომის მხარ­და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვი­საც გა­დას­ცეს.

კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა 2026 წლის ზა­ფხულ­ში მოხ­და. ადამ კა­დი­როვ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის ან­გა­რიშ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე წესს არ­ღვევ­და - მოძ­რა­ობ­და დაშ­ვე­ბულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 2,5-ჯერ მეტი სიჩ­ქა­რით, გა­დაკ­ვე­თა ორ­მა­გი უწყვე­ტი ხაზი და სა­ჭეს­თან ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლობ­და. იუ­რის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ჩა­ნა­წე­რი შე­საძ­ლოა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის სა­ფუძ­ვე­ლი გამ­ხდა­რი­ყო, მათ შო­რის მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვით.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი ადამ კა­დი­როვ­მა საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის­გან ჯილ­დო მი­ი­ღო.

ახლა მისი ჯილ­დო­ე­ბის სიას უკვე აფხა­ზე­თის ე.წ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "საბ­რძო­ლო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის“ ჯილ­დოც შე­ე­მა­ტა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.